среда, 1 апреля 2009 г.

გზა თბილისიდან ანაგამდე


პროექტის შესახებ 

ჩვენი ექსპედიცია დილის, 8 საათზე დაიწყო. სკოლის ეზოში შეკრებისა და დავალებების კიდევ ერთხელ განაწილების შემდეგ, მიკროავტობუსში ვჯდებით და გეზს ჩვენი დაკვირვების ადგილისკენ, სოფელი ანაგისკენ ვიღებთ. მძღოლისგან შევიტყვეთ, რომ თბილისიდან ანაგამდე 111 კმ-ია, მაგრამ ჩვენ მაინც ვთხოვეთ დაენიშნა ე.წ. ,,სპიდომეტრი”. წინ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ შემართებით მივდივართ. კომპასის გამოყენებით თავიდანვე ვადგენთ მიმართულებას. 

კომპასის გამოყენებით დავადგინეთ, რომ გეზი ჯერ აღმოსავლეთით გვქონდა აღებული. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, როცა მზის ადგილმდებარეობა შევნიშნეთ. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მიმართულება, ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ შეიცვალა (აზიმუტი განვსაზღვრეთ და აღმოჩნდა 60 გრადუსი), სოფელი კაკაბეთიდან ყანდაურამდე კომპასმა სამხრეთი მიმართულება გვიჩვენა. ისევ აღმოსავლეთით ვიარეთ, ერთის საათის მგზავრობის შემდეგ ჩვენს ავტობუსში უფრო და უფრო ხშირად ისმის კითხვა: "მალე მივალთ?" როგორც გვითხრეს, ნახევარ საათში ადგილზე უნდა ვიყოთ. სოფელი ჩალაუბნიდან გომბორის ქედიც გამოჩნდ და მიმართულება ჩრდილოეთისკენ შეიცვალა. თითქმის 4 კმ. მოვანდომეთ გომბორის ქედის გადაკვეთას და სოფ. ბაკურციხეში შევედით. ბაკურციხიდან კი სამხრეთ-აღმოსავლეთით ვიარეთ. სოფელ, კარდენახში ბავშვებში განსაკუთრებული ემოციები გამოიწვია ალაზნის ველის თვალწარმტაცმა ხედმა. რამდენიმე წუთში ანაგაში ჩვენი მგზავრობა სრულდება. ჯიპიესით ვადგენთ სოფელი ანაგის კოორდინატებს.

 როგორც გაირკვა, ყველაზე მეტად იქაურები ამაყობენ იმით რომ, მათი სოფელი ანაგა, არის ქიზიყის დასაწყისი, და ოდითგანვე უბატონო მხარედ ითვლებოდა. ისინი თავს კახეთის გულადაც თვლიან.

12 საათისთვის გამოჩენილი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის სახლ-მუზეუმს ვეწვიეთ, რომლის გიდმაც სრული და ამომწურავი ინფორმაცია მოგვცა სანდრო ახმეტელსა და მის ოჯახზე.

მუზეუმში სტუმრობის შემდეგ, ჩვენი პატარა ექსპედიცია ორ ჯგუფად გაიყო. ბავშვების ერთი ნაწილი სალოცავზე, მთავარანგელოზის ეკლესიაში წავიდა 4 კმ-ის სიშორეზე. მეორე ჯგუფი რამოდენიმე მასწავლებელთან ერთად სოფლის შემოსავლელად გავეშურეთ. მოვინახულეთ ცნობილი "ზარიაულის წყარო", სადაც ერთ-ერთმა ჩვენთაგანმა, ანაგელი პოეტის, ალექსანდრე ბეგაშვილის ლექსიც წაგვიკითხა. ზარიაულის წყაროს შემდეგ მოვინახულეთ ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 

მსვლელობის პარალელურად ფოტოზე ავღბეჭდეთ ანაგის თავისებური ბუნება და მნიშვნელოვანი ადგილები. 

ჩვენი შემოვლა სოფელ ანაგის გეოგრაფიული მდებარეობის აღბეჭდვით დასრულდა. სოფლისგან დაშორებული ადგილიდან თვალნათლივ ჩანს ანაგის შეფენილობა მთის კალთაზე, მისი განლაგება. 
 
მოსაღამოებისას დაახლოებული ბავშვები და მასწავლებლები სუფრას მივუსხედით. აქაც კვლავ ტრადიციული ანაგური სადღეგრძელოები გაისმოდა, რასაც ტრადიციული კახური ღვინო კიდევ უფრო დიდ ხიბლს მატებდა. სუფრა ძალიან მეგობრული და მხიარული გამოდგა. გულითა და სულით ვუსურვებდით წარმატებებს ერთმანეთს თბისილელი და ანაგელი თანატოლებიცა და მასწავლებლებიც. თითოეულმა მათგანმა დიდი იმედი გამოვთქვით რომ ჩვენი მეგობრობა პროექტის შემდეგაც გაგრძელებულიყო. 

სადღეგრძელოები სუფრაზე ტრადიციულმა სიმღერებმა ჩაანაცვლა. იუმორით ერთმანეთს თბილისელი და ანაგელი მოსწავლეები ვეპაექრებოდით.

მალე ჩამოღამდა, რაც ჩვენი განშორების მომასწავლებელი იყო. სკოლაზე გაკეთებულ აბრაზე ჩვენი კომენტარები და სურვილები დავტოვეთ, საერთო ფოტო გადავიღეთ და ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ. ახალ წელს მიპატიჟება მივიღეთ ანაგაში, ჩვენ კი ჩვენის მხრივ ანაგელები ჩვენთან დავპატიჟეთ. ჩვენი მიკროავტობუსი კვლავ დაიძრა. როცა სკოლა და მასთან მდგომი მოსწავლე-მასწავლებლები თვალს მიეფარნენ, დასამშვიდობებელი ხელის ქნევა შევწყვიტეთ, ფანჯარას მოვშორდით და დაღლილები თუმცა მხიარულები გავეშურეთ თბილისისაკენ, სადაც პროექტის შემდგომი, საბოლოო ეტაპი-ინფორმაციის აკინძვა გველოდა. გზაში სიურპრიზიც გველოდა. ეს იყო ,,ღამის სიღნაღი”. დაღლილობა სულ დაგვავიწყდა და მის ულამაზეს ქუჩებშიც მოვასწარით გასეირნება. კიდევ ერთხელ დავტკბით ალაზნის ველის ულამაზესი ხედების ცქერით. 

 
პ.ს. ყველას გისურვებთ მსგავს ნაყოფიერ და სასიამოვნო მუშაობას. 

  ჩვენ კი ანაგელ თანატოლებთან ერთად პირობა დავდეთ რომ ერთმანეთს სხვა პროექტბშიც გავუმართავდით ხელს